21/10/2026
⚽️ მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავები თბილისში!
18 ოქტომბერს, კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში, Golden Week of Football გაიმართა.
ღონისძიების განსაკუთრებული სტუმარი იტალიური ფეხბურთის ლეგენდა ფრანჩესკო ტოტი იყო. ქართველმა და უცხოელმა საფეხბურთო ექსპერტებმა „ოქროს ბურთის“ დაჯილდოებაზე, ხვიჩა კვარაცხელიასა და მსოფლიო ფეხბურთის აქტუალურ თემებზე ისაუბრეს.
🏆 ღონისძიების მხარდამჭერია გალფი.